სააკაშვილი უფრო რეფორმატორია, ვიდრე დემოკრატი, წერს ბრიტანული გამოცემა "ეკონომისტი" სტატიაში "პლუტოკრატი, რომელიც მოულოდნელად გამოჩნდა მიხეილ სააკაშვილის დასამარცხებლად". სტატიის ქართულ თარგმანს foreignpress.ge აქვეყნებს.
"საქართველოს სასამართლოს თავისუფლება აკლია, პოლიცია პოლიტიზირებულია, პარლამენტი მთავრობის ნების შემსრულებელია, ბუნდოვანია ვის ეკუთვნის მედია საშუალებები და მთავრობაც არატოლერანტულია კრიტიკის მიმართ. მარგამ სააკაშვილმა არშემდგარი სახელმწიფო აქცია თანამედროვე ქვეყანად, რომელსაც ლიბერალური ეკონომიკა და ძლიერი საკრედიტო რეიტინგი აქვს. თავის მოწინააღმდეგეს მშვიდად უყურებს და ამბობს, "ივანიშვილი ჩვენთვის კარგიცაა, ფორმას არ დაგვაკარგვინებს", - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი: . .