ახალ წელს ბერლინში ცნობილი მხატვრების ნამუშევრები გაიტაცეს. დაუდგენელმა პირებმა ბერლინის ცნობილი სამხატვრო გალერეა გაძარცვეს. გატაცებულია მთლიანი ექსპოზიცია, მათ შორის პიკასოს ლიტოგრაფია, ანრი მატისის, ჟორჟ ბრაკას ნამუშევრები, ვირჰარდ გესის სკულპტურა. საერთო ჯამში წაღებულია 25 სურათი და რამდენიმე სკულპტურა.
მოპარული ხელოვნების ნიმუშების ღირებულება ჯერჯერობით დაუდგენელია, თუმცა ყველა მათგანი დაზღვეულია.
სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, ქურდები გალერეაში უკანა შესასვლელიდან შეიჭრნენ.
მასალის გამოყენების პირობები