4-6 იანვარს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჯუზეპე ვერდის ოპერის “ნაბუქოს” პრემიერა (საკონცერტო შესრულებით) გაიმართება.
ოპერისა და ბალეტის თეატრის რეპერტუარში “აიდას”, “ტრუბადურის”, “დონ კარლოსის” “იგოლეტოს”, “ატილას” და “რეკვიემის” შემდეგ “ნაბუქო” ვერდის მეექვსე ოპერაა და ის თბილისში ოპერას ტეატრში პირველად შესრულდება.
სპექტაკლის დამდგმელი დირიჟორია ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ზაზა აზმაიფარაშვილი.
პრემიერებში უცხოეთში მოღვაწე ქართველი საოპერო ვარსკვლავები და სოლისტები: პაატა ბურჭულაძე, ლადო ათანელი, ზურაბ სოტკილავა, ნინო სურგულაძე, ნანა ქავთარაშვილი, ირინე რატიანი, სულხან გველესიანი, ლეგი იმედაშვილი, ელენა პუტილოვა, გიორგი მახარაძე, მანანა იორდანიშვილი, ტარიელ ჭიჭინაძე და თამაზ საგინაძე მონაწილეობენ.
თემისტოკლე სოლერას იტალიური ლიბრეტოს და ანისეტ-ბურჟუასა და ფრენსის კორნუს ბიბლიურ ისტორიაზე დაფუძნებული პიესის მიხედვით ჯუზეპე ვერდის მიერ შექმნილი “ნაბუქოს” მსოფლიო პრემიერა 1842 წლის 9 მარტს, მილანის “ლა სკალაში” გაიმართა.
ოპერას იმთავითვე უდიდესი წარმატება ხვდა წილად და პრაქტიკულად, განსაზღვრა კიდეც ვერდის მომავალი არტისტული კარიერა.
მასალის გამოყენების პირობები