ჩინეთის ერთ-ერთ მაღაზიაში, მყიდველებს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის პორტრეტს ფეხსაცმელს ესვრის, ფასდაკლებით ემსახურებიან.
როგორც ჩინეთის მასმედია იუწყება, ასეთი აქცია ჩინეთის ქალაქ ვენჩჟოუს ერთ-ერთი მააღაზიის მფლობელებმა გამოაცხადეს.
აღსანიშნავია, რომ იქიდან გამომდინარე თუ რამდენად ზუსტია მყიდველი, გათვალისწინებულია 20-50-პროცენტიანი ფასდაკლება.
მაღაზიის ერთ-ერთი მფლობელის განცხადებით, აქციის პირველ დღეს მყიდველები ისე გააერთნენ ბუშის პორტრეტში ფეხსაცმლის სროლით, რომ წესრიგის დასამყარებლად, აუცილებელი გახდა პოლიციის გამოძახება.
მასალის გამოყენების პირობები