18-19 ნოემბერს აშშ-ის საზღვაო ძალების მდივანი რეი მაბუსი საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს ხვდება. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს, მდივანი მაბუსი საზღვაო ძალების დეპარტამენტის საქმეებს განაგებს. ის ახორციელებს საზღვაო ძალების დეპარტამენტში შემავალი ორი უწყების, საზღვაო ძალებისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის პოლიტიკასა და პროგრამებს. დეპარტამენტის პოლიტიკა და პროგრამები ემსახურება ეროვნული უსაფრთხოების იმ ამოცანების გადაწყვეტას, რომელიც განსაზღვრულია პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და თავდაცვის მდივან ლეონ პანეტას მიერ.
საზღვაო ძალების მდივნობამდე, მაბუსი მუშაობდა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე აშშ-ის მთავრობასა და კერძო სექტორში, მსახურობდა მისისიპის შტატის გუბერნატორად, აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საუდის არაბეთში და ერთ-ერთი წამყვანი სამრეწველო კომპანიის აღმასრულებელ დირექტორად.