ბადრი პატარკაციშვილისთვის მთავარია 5 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვოს. ეს განცხადება "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პატარკაციშვილის დამ, ნანა პატარკაციშვილმა გააკეთა.
მისი თქმით, ბადრი პატარკაციშვილის წამოწყება პოლიტიკასთან მიმართებაში არის გულწრფელი, რომელიც ქართევლი ხალხის ინტერესებისკენ არის მიმართული.
"თავის დროზე ბადრიმ გააკეთა განცხადება, რომ ის მოხსნიდან კანდიდატურას თუკი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდა მიხეილ სააკაშვილი. რადგან ეს ასე არ მოხდა, ბადრი ისევ ქართველი ხალხის მოთხოვნის საფუძველზე რჩება კანდიდატად. მისთვის და ჩვენთვისაც, მთავარია არჩევნებში გაიმარჯვოს ოპოზიციურმა კანდიდატმა და ბადრი პატარკაციშვილი მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებისკენ იქნება მიმართული", - განაცხაადა "ჯი-ეიჩ-ენთან" ნანა პატარკაციშვილმა