გაჩეჩილაძის მეუღლის მშობლების სახლთან ასაფეთქებელი ნივთიერება ისროლეს
ლევან გაჩეჩილაძის მეუღლის, ნინო მიქელაძის მშობლების საცხოვრებელ სახლთან დაუდგენელმა პირებმა ასაფეთქებელი ნივთიერება ისროლეს. ამის შესახებ ინფორმაციას საერთო სახალხო მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს.
პრესცენტრში აცხადებენ, რომ ინციდენტი ირაკლი აბაშიძის ქუჩა #42-ში გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე მოხდა. აფეთქების შედეგად ჩაიმტვრა საცხოვრებელი სახლის ფანჯრები.