უბედური შემთხვევის შედეგად გუშინ, გვიან ღამით ქვემო ქართლის პოლიციის უფროსი, კობა შარვაძე გარდაიცვალა.
შარვაძე ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად რუსთავში რესტორან "კიკაბიძეში" ახალწელს აღნიშნავდა.
იმ დროს, როდესაც პოლიციის უფროსმა რესტორნი დატოვა, გასროლის ხმა გაისმა. შარვაძეს ტყვია თავის არეშია აქვს მოხვედრილი.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა, შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, მკვლელობა უბედურ შემთხვევას უკავშირდება.
"კობა შარვაძეს საკუთარი იარაღი თავადვე შემთხვევით გაუვარდა, რამაც სამწუხაროდ სასიკვდილო ჭრილლობა მიაყენა", _ აღნიშნა ხიზანიშვილმა.
ქვემო ქართლის პოლიციის უფროსის ცხედარი თბილისში გადმოასვენეს.