აზერბაიჯანი გაეროს უშიშროების საბჭოში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხს დააყენებს. ეს განცხადება აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა გააკეთა.
მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოზე ამ საკითხის დაყენებას საბჭოს ხუთი მუდმივი წევრის მხარდაჭერა სჭირდება.
"ბაქოს მიზანი, სომხეთის ჯარის გაყვანაა", _ აცხადებს მინისტრი.
"ადრე თუ გვიან მთიანი ყარაბაღის სტატუსი გადაწყვეტილი უნდა იყოს, მაგრამ მანამდე ჩვენ სომხური მხრიდან იმ ფაქტის აღიარებას ველით, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენს ტერიტორიაზე სომხური ჯარის ყოფნაა", _ აცხადებს ელმარ მამედიაროვი.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო წლის მაისში ან სექტემბერში აზერბაიჯანი გაეროს უშიუშროების საბჭოს თავმჯდომარე იქნება.