"მე ვცხოვრობ საქართველოში - ქვეყანაში რომლის პრეზიდენტმაც თავის ხელში მოაქცია სრული ძალაუფლება ხელოვნებაზე, განათლებასა და მედიაზე", _ წერს თავის წერილში რეჟისორი რობერტ სტურუა. სტატიაში რომელსაც გაზეთი "The Guardian"-ი აქვეყნებს, რობერტ სტურუა მიხეილ სააკაშვილს იოსებ სტალინს ადარებს.
"ყოველივე ეს შიშნარევად მახსენებს საქართველოს მეორე შვილის - იოსებ სტალინის მეთოდებს და ისევე როგორც მის დროს, ახლაც, გარესამყაროსათვის მართლსაჯულებისა და დემოკრატიის ცრუ დემონსტრირება ხდება. საბჭოეთის დროში მე ჩემს სპექტაკლებს ვიყენებდი იმისათვის, რომ წინ აღვდგომოდი უსამართლობას, ძალადობასა და ტირანიას", _ წერს სტურუა და აღნიშნავს, რომ ამჟამად, თავის სტატიებში, სიტყვებში იგი ცდილობს თავისი ქვეყნის ხისტ პოლიციურ რეჟიმად გადაქცევას შეუშალოს ხელი.
"ჩემი პოზიცია და ჩემი სპექტაკლები ყოველთვის აღიზიანებდნენ ხელისუფლებას. ახლა კი მათი მოთბინების ფიალა ამოიწურა და მე "ქსენოფობიაში" დამადანაშულეს და რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდევბობიდან გამათავისუფლეს", _ აცხადებს სტურუა.
მისივე თქმით, არის გარკვეული ირონია იმაში, რომ ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა სიძულვილს, შიშსა და რუსოფობიას ეფუძნება და რომლებიც დაუსრულებელ ეთნიკურ ომებს აწარმოებენ (მაგალითად ისეთი როგორიც 2008 წლის აგვისტოს ომი იყო) მას სჯის იმის გამო, რომ მან გაბედა და პრეზიდენტის ნაციონალური კუთვნილება ახსენა.
"იმ შემთხვევაში თუ მე მართლაც გადავაბიჯე ეთიკის ზღვარს, მზად ვარ ნებისმიერი დამოუკიდებელი სასამართლოს წინაშე ვაგო პასუხი - მაგრამ არა ავტორიტარული ეთნონაციონალისტების წინაშე.
იმედი მაქვს, რომ ხელოვანები, ინტელიგენცია და ნამდვილი ინტერნაციონალისტები თავისუფლების იმ შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვლენ, რომლებიც დღეს საქართველოში ხდება", _ ნათქვამია სტატიის ბოლოს.

ავტორი: . .