დღეს, 18 ოქტომბერს, აზერბაიჯანის დამოუკიდებლობიდან 20 წელი სრულდება. 1991 წლის 18 ოქტომბერს აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.
მთიანი ყარაბაღის გამო მეზობელ სომხეთთან კონფლიქტმა 1988-89 წლებში ქვეყანაში არეულობა გამოიწვია. 1990 წელს საბჭოთა ჯარები შევიდნენ ბაქოში წესრიგის დასამყარებლად და გამოაცხადეს საგანგებო მდგომარეობა. 1991 წელს აზერბაიჯანის ლიდერებმა მხარი დაუჭირეს მოსკოვურ პუტჩს. აზერბაიჯანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და 1991 წელს შევიდა დსთ-ში.
2001 წელს აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს წევრი გახდა.