დღეს, საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, ოთხ დღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების კუთვნილი ხომალდი "PHILIPPINE SEA" (CG-58) შემოვიდა. დახვედრის ცერემონიალი, შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, I რანგის კაპიტან ბესიკ შენგელიას მონაწილეობით, ქ. ბათუმის ნავსადგურში 11:00 საათზე გაიმართა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სანაპირო დაცვის ხელმძღვანელობის შეხვედრა ხომალდის მეთაურობასთან, ამერიკული გემის ეკიპაჟი და სანაპირო დაცვის ოფიცრები, წრთვნების დაგეგმვის მიზნით, საერთო შეხვედრას გამართავენ.
18 ოქტომბერსს, აშშ-ს ხომალდი "PHILIPPINE SEA" და სანაპირო დაცვის კატარღები P-101 და P-102 ზღვაში ერთობლივ პრაქტიკულ წვრთნებში მიიღებენ მონაწილეობას.
იგეგმება სპორტული ღონისძიებებიც (საფეხბურთო მატჩი საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებსა და აშშ-ს გემის ეკიპაჟის წევრებს შორის).
"PHILIPPINE SEA" (CG-58) საქართველოს საზღვაო სივრცეს 20 ოქტომბერს დატოვებს.