აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულ ძალებს შორის შეტაკება მოხდა, რომელიც მსხვერპლით დასრულდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
"სომეხი სამხედროების მიერ მთიანი ყაბაღის რაიონში ძალთა დაშორიშორებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციების დაცხრილვის შედეგად აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო დაიღუპა", _ იუწყება აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანული მხარის მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად სომხურმა მხარემ ასევე განიცადა დანაკარგი. სომხური მხარის მხარეს დაღუპულთა რაოდენობა არ კონკრეტდება.