წვევამდელთა ჯარში გაწვევა დაიწყო. 50 წვევამდელი დუშეთის მუნიციპალიტეტიდან უკვე გაიწვიეს. ახალწვეულებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საზიემო გაცილება მოუწყვეს.
გაცილება, სიმბოლურად, 300 არაგველის ძეგლთან გაიმართა. ჯარში წასვლამდე ახალწვეულებმა სპეციალური ფიცი საზეიმო ვითარებაში დადეს. მათთვის კონცერტიც გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი ფოლკლორული და მუსიკალური ანსამბლები მონაწილეობდნენ.
ახალწვეულებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა საჩუქრები გადასცეს.