დღეს, 5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის, დუშეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ორგანიზებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების სამხედრო-სავალდებულო სამსახურში, დუშეთის მუნიციპალიტეტიდან 50 წვევამდელის საზეიმო გაცილება მოეწყობა.
ღონისძიება სიმბოლურად დუშეთის მუნიციპალიტეტში, ჟინვალის წყალსაცავის მიმდებარე ტერიტორიასთან აღმართულ 300 არაგველის მემორიალთან გაიმართება, სადაც წვევამდელთათვის, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით და მოსწავლე-ახალგაზრდობის მიერ, პატრიოტულ თემაზე მომზადებული ღონისძიებით, მცირე კონცერტიგაიმართება.
წვევამდელებს სიტყვით მიესალმებიან და საჩუქრებს გადასცემენ სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.