დაღესტანში სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის სამმართველოს უფროსის მოადგილე მაგომედ მურტაზალიევი მოკლეს. უცნობმა პირებმა მის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, თავდასხმა ამ დილით დაღესტნის გარეუბანში მოხდა. "ვოლგის" ტიპის ავტომობილში მურტაზალიევი მძღოლთან, ქალიშვილთან და ძმიშვილთან ერთად იმყოფებოდა. ოთხივე ადამიანი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. თავდამსხმელები მიიმალნენ.
ავტომობილი მთლიანად დაიწვა. რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები ხელის ტყვიამფრქვევებიდან ისროდნენ.
ამ ფაქტის გამო რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები და კრიმინალისტები დაღესტანში გაემგზავრნენ.