თურქეთში კიდევ ერთი ქართველი დააკვეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერთი ქართველი ქალი მარმარისში წინასწარ პატიმრობაში, პროსტიტუციის ბრალდებით იმყოფება. მისი ვინაობა უცნობია.
იგი იმ უცხოელ ქალებს შორის იყო, რომლებიც თურქეთში სამუშაოს დაპირებით ჩაიყვანეს, შემდეგ კი არალეგალური საქმიანობით დააკავეს. პოლიციამ სულ 10 ქალი აიყვანა, მათგან ოთხს სქესობრივი გზით გადამდები დაავადება აღმოაჩნდა.