შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობისათვის დააკავეს 51 წლის მერაბ ციბაძე.
შსს-ს ინფორმაციით, 2011 წლის 18 სექტემბერს წყალტუბოს რაიონის სოფელ ფარცხანაყანებში ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თავის არეში ნაჯახის დარტყმით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა დას, 54 წლის ნაზი ციბაძე-კაშიას, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. ასევე ციბაძემ ხის კეტის გამოყენებით ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა დიშვილს, ლელა კაშიას.
სამართალდამცავების მიერ შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია დანაშაულის იარაღი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108 მუხლით, რაც ითვალისწინებს 7დან-15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.