დღეს, 20 სექტემბერს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია, პატიმარ ზაალ ჟვანიასთვის წაყენებული ახალი ბრალდების საქმის განხილვას დაიწყებს.
"სასამართლო პროცესს დაესწრებიან ლაშა ჩხარტიშვილი, ჯაბა ჯიშკარიანი, ასევე ორგანიზაციის სხვა წარმომადგენლები, რომლებიც მოუწოდებენ საქალაქო სასამართლოს მოსამართლესა და სასჯელაღსრულების სისტემის წარმომადგენლებს, არ შეასრულონ უმაღლესი თანამდებობის პირების უკანონო ბრძანება, ზაალ ჟვანიას ხელახალი პოლიტიკური გასამართლებისა და მისი უკანონო სასჯელის ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივების თაობაზე", - აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.
მათი განცხადებით, ჟვანიასთან პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ცრუ ბრალდებების საფუძველზე დაპატიმრებულია მისი ოჯახის სამი წევრი.