თბილისში, არაგვის ქუჩაზე 55 წლის კაცს თავს დაესხნენ. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა იოსებ სოხაძე ფეხში დაჭრეს. თავდასხმელებმა მსხვერპლს 3 ათასი დოლარი წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ინციდენტი სოხაძის საქმიანობას უკავშირდება. მოქალაქეს ვერაზე ვალუტის გადამცვლელი ჯიხური აქვს გახსნილი და დილით ამ პუნქტთან თანხა ხელით მიჰქონდა. რის შესახებაც, თავდამსხმელებმა წინასწარ იცოდენენ.
დაჭრილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებებლია, ინციდენტის ადგილზე კი გამოძიებითი სამუშაოები უკვე დასრულდა. სამართალდამცავები ამჯერად დამნაშავეების ვინაობის დადგენას ცდილობენ.