ინტერპოლის ხელმძღანელი რონალდ ნოუბლი საქართველოშია და დილიდან შეხვედრებს მართავს. ოფიციალური ვიზიტი პოლიციის აკადემიით დაიწყო, სადაც სტუმარს საპატიო დოქტორის წოდება გადასცეს.
ნოუბმლმა ისანი- სამგორის ახალგახსნილ განყოფილება მოინახულა. სამართალდამცავებთა მუშაობას გაეცნო და ინფრასტრუქტურა ნახა.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, მისი ჩამოსვლის მიზანია ახალი სისტემის დანერგვა საქართველოში.
"მოხარული ვარ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწვევით თბილისში ვიმყოფები. ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზანი საქართველოს ინტერპოლის მონაცემთა ბაზარის კიდევ უფრო დაახლებაა. მარტივად რომ ვთქვა, ჩვენი გეგმის თანახმად, ყველა ქართველ პოლიციელს მიეცემა საშუალება თითის ანაბეჭდით მოძებნოს ნებისმიერი ადამიანი ინტერპოლის ბაზაში", - განაცხადა ნოუბლმა.
ამჟამად, ინტერპოლის ხელმძღვანელი რუსთავშია და მომსახურების სააგენტოს ათვალიერებს.