მოსკოვის ერთ-ერთ რეგიონში, ქურდული შეკრება გაიმართა, რომელზეც ქართველი 37 წლის ე.წ. კანონიერი ქურდის გელა ქარდავას - ზედმეტსახელად "გელას" ინიციატივით, ოსი ეროვნების კრიმინალი მალხაზ დარჩიევი "ქურდად აკურთხეს".
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ქარდავამ შეძლო და აღნიშნულ ქურდულ "ღონისძიებაზე" 15 კრიმინალური "გენერალი" შეკრიბა.