ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადება - გაყიდვის ფაქტზე შსს სასაზღვრო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებმა , საქართველოს მოქალაქეები: გია ღვინაძე, თინა მაისურაძე, რუსუდან ბეგაშვილი, მზევინარ ბერაძე, ბაგრატ უღრელიძე, ბეჟან ნაფეტვარიძე და მარინა ოძელაშვილი დააკავეს.
დაკავებულებმა გასაღების მიზნით სს „საქართველოს ბანკი"-ს და სს "პროკრედიტ ბანკი"-ს ყალბი შტამპები, საბანკო ბრუნვის ამონაწერები და სამსახურისა და ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი სხვა ყალბი ცნობები დაამზადეს.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის I ნაწილით.
საქმეს სასაზღვრო პოლიცია იძიებს.