რუსეთის დედაქალაქში ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს. დაკავებისას, "კანონიერ ქურდს" მამუკა ჭკადუას ნარკოტიკები და ყალბი პასპორტი აღმოჩნდა. 1974 წელს დაბადებული ჭკადუა კრიმინალურ სამყაროში "მამუკა გალსკის" ზედმეტსახელითაა ცნობილი.
"პირადი ჩხრეკისას მამუკა ჭკადუას რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე მალიგანოვის სახელზე გაცემული ყალბი პასპორტი და ნარკიტიკული ნივთიერება "ჰაშიში" აღმოაჩნდა", _ იუწყება რუსული მედია და აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
სამართალდამცავთა მონაცემებით ჭკადუა დედაქალაქისა და რეგიონალურ დანაშაულებრივ ჯგუფებს აკონტროლებდა, რომლებიც შემოსავალს ბინებისა და მანქანების ქურდობით იღებდნენ.