დღეს, 19 სექტემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგია"სამოქალაქო ფრონტის" ერთ-ერთი დამფუძნებლისა და გამგეობის წევრის, აკაკი დარასელიას სისხლის სამართლის საქმის განხილვას გააგრძელებს.
"სასამართლომ 5 სექტემბერს მოისმინა პროკურატურის ბრალდება დარასელიას წინააღმდეგ. ბრალდების მხარე, აკაკი დარასელიას ბრალეულობას, ოთხი მოწმე-პოლიციელის ჩვენებით ასაბუთებს. ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე სწორედ ზემოხსენებული მოწმეების დაკითხვაა დაგეგმილი. ჩვენ მოვუწოდებთ მოწმე-პოლიციელებს, ნუ შეასრულებენ რეჟიმის დაკვეთას და ნუ გახდებიან "ცრუ მოწმეები", - აღნიშნულია "სამოქალაქო ფრონტის" განცხადებაში.
აკაკი დარასელიას ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (ნარკოტიკების უკანონო შეძენა, შენახვა, მოხმარება). აღნიშნული დანაშაული, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დარასელია დანაშაულას არ აღიარებს.