ტყიბულის რაიონის სოფელ საწილეში 21 წლის ნიკოლოზ აშოთიას გვამი ტყეში იპოვეს. გარდაცვლილის გახრწნილი სხეული თანასოფლელმა იპოვა.
ახალგაზრდა წინ სახლიდან გავიდა და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. ცხედრის ამოცნობა მობილური ტელეფონისა და სანადირო თოფის მეშვეობით მოხერხდა, რომელიც გარდაცვლილს თან ჰქონდა.
სოფელ საწილეში საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური სამსახურის თანამშრომლები იმყოფებიან. დაწყებულია გამოძიება.