დაღესტანში სამხედრო ავტომობილის აფეთქების შედეგად, რუსეთის "ეფ-ეს-ბეს" ერთი სამხედრო დაიღუპა, ორი კი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი დღეს შუადღისას მოხდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც გზაზე იყო დამონტაჟებული მაშინ ამოქმედდა როდესაც იქ სამხედრო ავტომობილმა გაიარა, რომელშიც რუსი სამხედროები ისხდნენ.