დღეს თავდაცვის ეროვნული აკადემია იხსნება. ქვეყნის ერთადერთი სამხედრო სასწავლებლის პირველ კურსზე 150 სტუდენტი უკვე ჩაირიცხა. დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის აკადემია 1993 წელს დააფუძნეს.
ეროვნული თავდაცვის ახალ აკადემიაში შედის საცხოვრებელი კორპუსები, სასადილო, საკონფერენციო, გასართობი ცენტრი, სპორტული დარბაზები და მოედნები, ბიბლიოთეკა, ლაზარეთი და ადმინისტრაციის შენობა. დავით აღმაშენებლის სახელობის აკადემიის კურსდამთავრებული ბაკალავრის ხარისხს და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას მიიღებს. აკადემია ოფიცრებს - ქვეითი, საინჟინრო, ლოჯისტიკის, სატანკო, მექანიზებული, არტილერიის, ავიაციის, საჰაერო თავდაცვისა და კავშირგაბმულობის სპეციალიზაციით მოამზადებს. აკადემიის ბაზაზე ორი - ტენიკური მეცნიერებისა და ბიზნესისა და მართვის სკოლა ფუნქციონირებს. აკადემიაში სწავლას სრულად აფინანსებს თავდაცვის სამინისტრო.