დაღესტანში სოფელ კადარის მეჩეთის იმამი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რესპუბლიკის შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
იმამ ზაინუდინ დაიზიევის მკვლელები მის საცხოვრებელ სახლში შეიპარნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.
იმამი მიღებული ჭრილობებისაგან ადგილზე გარდაიცვალა. ორივე მკვლელი მიიმალა.
ფაქტზე სამართალდამცავებმა სისხლის სამართლის აღძრეს. მიმდინარეობს გამოძიება.