შავი ზღვის აუზის ქვეყნების მონაწილეობით ბათუმში საერთაშორისო წვრთნები - "ჯეოდელტა 2011" გაიმართა. სწავლება სხვადასხვა ტიპის წვრთნებს ითვალისწინებდა, რომელიც ზღვაში ნავთობის ჩაღვრის შედეგად ბუნებისთვის მიყენებული ზიანის მინიმუმამდე შემცირებასა და ლიკვიდაციას ისახავდა მიზნად.
სწავლება შავი ზღვის აუზის ქვეყნებში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება და მას საქართველო პირველად მასპინძლობდა. "ჯეოდელტა 2011"-ის მონაწილე ქვეყნების ოპერაციებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი კარბელაშვილი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაესწრნენ.
ოპერაციაში 200 ადამიანი, შვიდი გემი და სამი კატარღა მონაწილეობდა. "ჯეოდელტა 2011"-ში საგანგებო სიტუაციათა სამსახური, საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურები იყვნენ ჩართულნი.