ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების ჯგუფურად და ყალბი პირადობის მოწმობის დამზადება გამოყენების ფაქტებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს ინდმეწარმე მამუკა მაჭარაშვილი.
გამოძიებით დადგინდა, რომ მაჭარაშვილი ბიზნესსაქმიანობის პროცესში, დიდი ოდენობით სასურსათო და სამრეწველი პროდუქციას სისტემატურად დოკუმენტაციის გარეშე იძენდა.
შესაბამისად, უკანონო ჩათვლების მიღებისთვის, ბრალდებულმა განიზრახა ყალბი პირადობის მოწმობის გამოყენებით, ფიქტიური სამეწარმეო სუბიექტის დაფუძნება და ყალბი საგადასახადიო ანგარიშ-ფაქტურების გაწერა.
რისთვისაც მოქალაქე იამზე მიქავას დაკარგული პირადობის მოწმობა მიითვისა, მისი სურათი შეცვალა ახლობლის, თეა ჯიქურიძის სურათით და ეს უკანასკნელი დაითანხმა გაყალბებული პირადობის მოწმობით დაერეგისტრირებინა სამეწარმეო სუბიექტი. რის შემდეგაც, მ. მაჭარაშვილი სისტემატურად ამზადებდა ყალბ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებს, რომლებშიც აფიქსირებდა ფიქტიური სამეურნეო ოპერაციის ამსახველ ინფორმაციას. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შედეგად მ. მაჭარაშვილის კუთვნილ სასაურსათო მაღაზიაში (ჩიქოვანის ქუჩა 9/11) ამოღებულია სხვადასხვა დასახელების ვადაგასული სასურსათო პროდუქტი, რომლის რეალიზებასაც ის რეგულარულად ახდენდა.
ძიება დაადგენს, თუ რამდენად საშიშია აღნიშნული ვადაგასული საკვები პროდუქტი ადამიანის სიცოცლისა და ჯანმრთელობისათვის. ასევე დგინდება სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა.
მიმდინარეობს გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის II ნაწილის ა ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის I ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკკვეთას საერთო ჯამში 10 წლამდე ვადით