კუნცევის რაიონულმა სასამართლომ 45 წლის ქართველი ე.წ კანონიერი ქურდის ასლან ქობულაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეაჩერა და იგი იძულებით სამედიცინო შემოწმებაზე გაგზავნა. ქობულაძე კრიმინალურ წრეებში ასლან ბათუმსკის ზედმეტსახელითაა ცნობილი. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვა ბრალდება.
ქობულაძე სოციალური და სასამართლო ფსიქიატრიის სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრში გააგზავნეს საციონალური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩასატარებლად.
თუ "კანონიერ ქურდს" შეურაცხადად ჩათვლიან, ხოლო სასამართლო მის ბრალს დაამტკიცებს მას დახურული ტიპის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობის კურსის გავლა მოუწევს. ასევე ვრცელდება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წარსულში ასლან ბათუმსკიმ ორჯერ შეძლო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან თავის არიდება სწორედ სულიერი მდგომარეობის გაუარესების გამო.