მოსკოვის სისხლის სამართლის სამართლის სამძებროს თანამშრომლებმა, რუსეთის დედაქალაქში ეროვნებით ქართველი 41 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი მალხაზ აფციაური დააკავეს. აფციაური კრიმინალურ სამყაროში "ვარდენის" ზედმეტმეტსახელითაა ცნობილი. პირადი ჩხრეკისას, დაკავებულს 3,39 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ჰეროინი აღმოაჩნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მალხაზ აფციაური ადრე ნასამართლევი არ ყოფილა და იგი თბილისელია. ე.წ. კანონიერ ქურდად იგი 1997 წელს მოსკოვში აკურთხეს. ორი წლის შემდეგ აფციაური სარატოვში გადავიდა, ამის შემდეგ კი სტავროპოლში.
ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2003 წელს მოსკოვში გამართულ ქურდულ შეკრებაზე ავტორიტეტების ვაჟასა და რობინზონის თანდასწრებით მალხაზ აფციაური შაქრო მოლოდოიმ გალახა და "კანონიერი ქურდის" ტიტული ჩამოართვა.