შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) და N2 სამმართველოს (ახალციხე) თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე 21 პიროვნება დააკავეს. დაკავებულებიდან 2 თურქეთის მოქალაქეა: MUZAFFER MORKOC-ი და SULEYMAN AVSAR-ი, ხოლო 19 ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე: AHAMMED NEVAZ, MOZAMMAL HOSSAIN, MD.RASEL, ABDUL HAFIZ, MD.SALIM, MD.AMRAN ALI, MONAMAD KABIR HOSSAIN, FOYSAL AHMED, MD.HASAN ALI, MOFAZZEL, MD.AKBAR MIAH, MD. AKIBUL ILAM, AIKUR RAHMAN KHAN, MD. OPOU MAHMOUD, RAZZAK FAKIR, RASHID MAMUN MAMUNUR, MD. SHIMUL HOSAIN, MD. JASIM UDDIN, SORIFUL ISLAM-ი, რომლებიც ცდილობდნენ უკანონოდ, სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის II ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.