საქართველოს პროკურორის პირველი მოადგილის, დავით საყვარელიძის განცხადებით, ამბასადორიალზე დიპლომატებთან შეხვედრაზე, იმ სიახლეებსა და რეფორებზე ისაუბრეს, რომელსაც საქართველოს პროკურატურა ახორციელებს.
"აქცენტი გაკეთდა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მიღწეულ წარმატებაზე", - განაცხადა საყვარელიძემ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დიპლომატებთან შეხვედრაზე მან ისაუბრა იუსტიციის სამინისტროში გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზე, მათ შორის, იუსტიციის სახლის შექმნაზე.
"ბიზნესის კეთების კუთხით და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მხრივ, საქართველო ერთ-ერთი ყველა წარმატებული ქვეყანაა. იგივე შეიძლება ითქვას ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ყველაფერ ამის მიმართ უცხო ქვეყნების მხრიდან ინტერესი უზარმაზარია", - განაცხადა ვაშაძემ.