შვედეთში 4 ადამიანი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულები ტერაქტებს გეგმავდნენ.
ტერორიზმში ეჭვმიტანილები დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ გიოტებორგში დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ტერორისტები როდა სტენის ხელოვნების ცენტრის აფეთქებას გეგმავდნენ.
ოპერაციის შემდეგ ქალაქ როდა სტენის ხელოვნების ცენტრიდან 400 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, რომლებიც საერთაშორისო ფესტივალის გახსნას ზეიმობდნენ. ცენტრის ხელმძღვანელის, მია კრისტერსდოტერის თქმით, პოლიციელებმა მთელი შენობა გაჩხრიკეს, თუმცა ვერაფერი იპოვეს.