თურქი მძღოლი, რომელიც გურიაში, წუხელ მომხდარ ავარიაში დამნაშავედ მიიჩნევა, დაკავებულია.
სოფელ ლესასთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 25 მგზავრი, რომელთაგან 6-ის მდგომარეობა მძიმეა. დაშავებულთა შორის არიან თურქეთის მოქალაქეებიც.
ლანჩხუთის მახლობლად, სოფელ ლესასთან, ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რომელსაც თურქეთის მოქალაქე მართავდა. ავარიის დროს დაზიანდა ავტობუსიც, რომელიც ერევნიდან თურქეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა.
დაშავებულები თბილისის, ქუთაისის, ლანჩხუთისა და ფოთის საავადმყოფოში რეანომობილებით გადაიყვანეს.
წინასწარი ინფორმაციიით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე და მოძრაობის წესების დარღვევა სახელდება.