წნორში, მეზობლებს შორის შელაპარაკება სისხლიანი გარჩევით დასრულდა.
სოფელ ანაგასთან 50 წლის თემურ ვედაშვილი მეზობელმა პეტრე ჯანიძემ ყურძნის გამო დაჭრა. ვედაშვილს მუცლისა და ბარძაყის არეში ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. ის ამ დროისთვის წნორის საავადმყოფოშია მოთავსებული.
არსებული ინფორმაციით, დაჭრილიც და შემთხვევაში ეჭვმიტანილიც ერთი ფერმერის ვენახებს დარაჯობდნენ.
პეტრე ჯანიძე პოლიციას თავად ჩაბარდა. მან დანაშაული უკვე აღიარა.