სამოქალაქო მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელიას განცხადებით, ქსნის # 15 დაწესებულებაში, 4 მსჯავრდებულის სასტიკ ცემაში მონაწილეობას რეჟიმის უფროსი ლევან ლეჟავა, ბაჩო რუხაია, აგრეთვე დირექტორის მოადგილე. როგორც ბესელიას პატიმრებმა აცნობეს, სასჯელაღსრულების დაწესებულების ხელმძღვანელობა ეუბნებოდნენ "ზონდერებს", რომ "დაინვალიდებამდე ეცემათ".
როგორც ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ, საზოგადოებრივი მოძრაობა " სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"-ს ოფისში შევიდა ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 4 მსჯავრდებული კერძოდ: ნუგზარ ხმალაძე, ილია ჭიჭიკაშვილი, მინდია მინდიაშვილი, იმედა დვალიშვილი.
"მათი განმარტებით, 2011 წლის 3 სექტემბერს სასჯელაღსრულების #15 დაწესებულების ადმინისტრაციის დაახლოებით 15-20-მა თანამშრომელმა სრულიად უმიზეზოდ პლასტმასის ხელკეთებით დაუწყეს უმოწყალო ცემა მსჯავრდებულებს, ცემა იყო იმდენად დაუნდობელი და სასტიკი ფორმებით, რომ ზემოხსენებულმა ყველა მსჯავრდებულმა დაკარგა გონება და მიიღეს მრავლობითი დაზიანებები. ილია ჭიჭიკაშვილს ნეკნები აქვს ჩამტვრეული და ტანზე აღენიშნება სისხლჩაქცევები, თავის ქალაზე უმძიმესი დაზიანება, ტვინის შერყევა, იგი ცემის შემდგომ აგრძელებს შიმშილობას დღემდე. ნუგზარ ნოდარის ძე ხმალაძეს აგრეთვე მიღებული აქვს ტვინის შერყევა, მას ქონდა ჯანმრთელობის სხვა და სხვა სახის სერიოზული პრობლემები, რაც ზედმიწევნით იცოდნენ ადმინისტრაციის წევრებმა და შეგნებულად აყენებდნენ მას ტრამვას დაავადებულ ადგილებში (პატიმრის განმარტებით გაკეთებული აქვს მენჯის ოპერაცია)", - განაცხადა ბესელიამ.
მისივე თქმით, იმედა დვალიშილის განმარტებით იგი სასტიკად ნაცემია, მას ადრე ჰქონდა თვალის ოპერაცია გაკეთებული,ხოლო როდესაც თანამშრომლები ცემდნენ, მას უთქვამს თვალში ნუ დამარტყამთ დავბრმავდებიო, რის შემდეგ მათ გამიზნულად საჩვენებელი თითი ჰკრეს თვალში, რითაც იმედა დვალიშვილმა დაკარგა მხედველობა მარცხენა თვალში.
"მსჯვარდებულებს ადმინისტრაცია დაემუქრა, ფაქტის გახმაურების შემთხვევაში დააპატიმრებენ მათი ოჯახის წევრებს, ხოლო მათ სხვადასხვა ბრალდებით 10-15 წელს დაუმატებდნენ სასჯელს.მათ მიმართ ხორცილედება სისტემატიური მუქარები. პატიმრების თხოვნაა სწრაფი და ეფექტური რეაგირება, საჯარო გავხადოთ მომხდარი ფაქტი, შევატყობინოთ ყველა შიდა თუ საერთაშორეისო ორგანიზაციას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ასევე ითხოვენ შეხვედრას ექსპერტების თანდასწრებით, რათა მათ სხეულზე ცემის შედეგად არსებული დაზიანებების კვალი არ წაიშალოს და ესპერტიზის დასკვნით დაფისქირდეს", - განაცხადა ბესელიამ.
მან აღნიშნული ფაქტის შესახებ უკვე აცნობა სახალხო დამცველს.
"დღესვე მიეწოდება დიპლომატიურ კორპუსს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ოფისს ვუგზავნით ამ წერილების ასლებს და ვითხოვთ DAდაუყოვნებლივ რეაგირებას", - განმარტა სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა.