სამოქალაქო მოძრაობა "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერ ეკა ბესელიას ინფორმაციით, ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმრები უმოწყალოდ ცემეს.
"2011 წლის 8 სექტემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა " სოლიდარობა უკანონო პატიმრებს"-ს ოფისში შემოვიდა ქსნის #15 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან განცხადება, რომელსაც ხელს აწერს 4 მსჯავრდებული. მათი განმარტებით, 2011 წლის 3 სექტემბერს სასჯელაღსრულების #15 დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა,დაახლოებით 15-20-მა თანამშრომელმა სრულიად უმიზეზოდ პლასტმასის ხელკეთებით უმოწყალოდ ცემა პატიმრები, რის შედეგად სხეულის უმძიმესი დაზიანებები მიიღო რამდენიმე პატიმარმა. დაკარგეს მხედველობა, მიიღეს თავის ქალის მძიმე დაზიანებები. აღნიშნული მსჯავრდებულები ითხოვენ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებას და დაუყოვნებლივ რეაგირებას. ასახელებენ კონკრეტულ თანამდებობის პირებს, ვინც მონაწილოებას იღებდა მათ წამებასა და ცემაში", - აღნიშნულია მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ბესელიას მოძრაობა იუწყება, მსჯავრდებულები განმარტავენ, რომ ცემის პროცესში უშუალო მონაწილეობას ღებულობდნენ კონკრეტული თანამდებობის პირები და მათი მითითებით ხდებოდა პატიმართა წამება.
"მსჯვარდებულებს ადმინისტრაცია დაემუქრა, ფაქტის გახმაურების შემთხვევაში დაუპატიმრებენ ოჯახის წევრებს, ხოლო მათ 10-15 წელს დაუმატებდნენ საჯელს სხვადასხვა ბრალდებით. მათზე ხორციელდება სისტემატიური მუქარები", - ნათქვამია განცხადებაში.
ამ ფაქტთან დაკავშირებით უფლებადამცველი ეკა ბესელია ხვალ, 9 სექტემბერს, 12 საათზე მოძრაობა ,,სოლიდარობა უკნაონო პატიმრებს" ოფისში ბრიფინგს გამართავს. მის. გამრეკელის ქ 19 ბიზნეს ცენტრი