ყინწვისში დაკავებულ 15 პირის სასამართლო პროცესი დასრულდა. 26 მაისის ღამეს დაკავებულთა სასამართლო პროცესი დღეს დასრულდა. ბრალდებულებს 5, 6 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ყველა მათგანს ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებებისა და მოწყობილობების შეძენა-შენახვაში ედებათ ბრალი.
"სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაული დადასტურებული იქნა მხარეთა მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით და თავად ბრალდებულთა აღიარებითი ჩვენებებით. ბრალდებულებმა აქტიურად ითანამშრომლეს გამოძიებასთან, რის საფუძველზეც მათთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება", - განაცხადა საქალაქო სასამართლოს სპიკერ მოსამართლე ეკა არეშიძემ.
დადგინდა, რომ გაზაფხულზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა გიორგი ჩიხლაძემ ირაკლი ოქრუაშვილისა და იოსებ გიგუაშვილის დავალებით დანარჩენ 14-თან ერთად უკანონო ბანდფორმირება შექმნა. აღნიშნულ დაჯგუფებას ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ მის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა და ხელისუფლებაზე ზემოქმედების მიზნით პროვოკაციები უნდა მოეწყო. უკვე ამოღებული ნივთმტკიცებები.