შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს 38 წლის ფირანგიზ ალიევი და მისი მეგობარი მამაკაცი 35 წლის ეკიბარ გოჯაევი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფირანგიზ ალიევმა ეკიბარ გოჯაევთან ერთად დაგეგმა მეუღლის რაფიკ ალიევის თავიდან მოშორება. ამის შემდეგ ფირანგიზ ალიევმა მეუღლეს მიაღებინა დიდი ოდენობით სამედიცინო მედიკამენტები, დააძინა და უმწეო მდგომარეობაში მყოფი რაფიკ ალიევი მეუღლემ და ეკიბარ გოჯაევმა გადაიყვანეს სახლის უკან მდებარე პირუტყვის სადგომში და ჩამოახრჩვეს თოკის გამოყენებით.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 109 მუხლით, რაც ითვალისწინებს 13-17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.