თურქეთში პროსტიტუციის ბრალდებით კიდევ სამი ქართველი ქალი დააკავეს, რომლებიც პროსტიტუციას ერთ-ერთი საშუალო სკოლის საკლასო ოთახში ეწეოდნენ.
საქართველოს მოქალაქეები სამსუნის პოლიციამ „ფაქტზე" აიყვანა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ქართველი ქალების ასაკი - ყველაზე უფროსი 50 წლამდეა, უმცროსი კი 30-ის.
დაკავებულებს მალე თურქეთის ტერიტორიას დაატოვებინებენ და სამშობლოში დააბრუნებენ.