შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) ნიჩბიანი ნავით დარღვევის ფაქტზე საქართველოს 3 მოქალაქე დააჯარიმეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, VI ნაწილის შესაბამისად თითოეულ მათგანს დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.