ხევსურეთში ვიდეო გადაღებების წარმოების დროს, (საავიაციო ბაზის კუთვნილი) ვერტმფრენი მი-8 ჩამოვარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მფრინავმა დაბალ სიმაღლეზე, დაფრენის დროს დაკარგა მართვა, რაც ქარის მიმართულების მკვეთრმა ცვალებადობამ გამოიწვია. ვერტმფრენში სამ მფრინავთან ერთად საქართველოსა და უცხოეთის მოქალაქეებისგან შემდგარი რვა კაციანი გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა.
ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
უმეტესობამ უკვე დატოვა საავადმყოფო, რამდენიმე საათში ყველა იქნება გაწერილი. ინციდენტს სამხედრო პოლიცია იძიებს.