შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის (ცურვის წესების) მოტონავით დარღვევის ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააჯარიმეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის, I ნაწილის შესაბამისად თითოეულ მათგანს დაეკისრა ჯარიმა 50 ლარის ოდენობით.