დედოფლისწყაროს რაიონში მცხოვრებ 60 წლის მამაკაცს მეზობლები 13 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებენ.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, მეზობლები გოგონას მონათხრობზე დაყრდნობით ამბობენ, რომ მამაკაცმა არასრუწლოვანი ჯერ ოთახში ჩაკეტა, შემდეგ კი ძალის გამოყენება სცადა, რა დროსაც გოგონამ მას ხელზე უკბინა და სახლში გაიქცა.
ბავშვის მშობლები მოითხოვენ, რომ მამაკაცმა სოფელი სასწრაფოდ დატოვოს.
„ბავშვი დეპრესიაშია. სანამ მაგ მამაკაცს ეზოში ხედავს, ჩემი შვილი დეპრესიიდან ვერ გამოვა. მოვითხოვ, რომ მან სოფელი დატოვოს. მე არ მაქვს იმის ინტერესი, რომ ის ციხეში ჩავსვათ, აქედან წავიდეს", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს გოგონას დედამ.
მამაკაცი გოგონას ოჯახის და მეზობლების ბრალდებას უარყოფს.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიებას დედოფლისწყაროს პოლიცია აწარმოებს.