ENG / RUS       12+

The Woshington Times: თუ აშშ რუსეთს არ შეაჩერებს, მან შეიძება საქართველო "შთანთქოს"

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს თემა უცხოურ მედიაში კვლავ აქტუალურია. ამჯერად საკითხზე ვრცელ სტატიას გავლენიანი გამოცემა The Woshington Times-ი აქვეყნებს.

სტატიის ავტორის შეფასებით, რუსეთმა შეიძლება "შთანთქას" საქართველო, თუკი შეერთებული შტატები მისთვის ხელის შესაშლელად უფრო აქტიურად არ იმოქმედებს.
"რატომ უნდა შფოთავდეს ამ საკითხებზე შეერთებული შტატები? საქართველო ჩვენი მეგობარი და მოკავშირეა...საქართველო, მისი მდებარეობის გამო, სასიცოცხლო მნიშვნელობის ტრანზიტული ქვეყანაა ევრაზიიდან დასავლეთში ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის. თუ მას კონტროლის გარეშე დავტოვებთ, რუსეთი ნეო-იმპერიალისტურმა ტენდენციებმა შეიძლება სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, მან შეიძლება შთანთქას საქართველო და ძირი გამოუთხაროს დასავლეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას", - ნათქვამია სტატიაში.
აღნიშნულ კონტექსში, გამოცემის აზრით, მთავარი პრიორიტეტი კონფლიქტის განახლების აღკვეთაა.
"ობამას ადმინისტრაციამ რუსეთს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარის გაყვანა უნდა მოსთხოვოს. მან ასევე უნდა მოსთხოვოს რუსეთს მეტი ტრანსპარენტულობა კონფლიქტურ ზონებში რუსეთის სამხედრო აქტივობებთან დაკავშირებით და ევროპელი მეთვალყურეების უფლებების გაფართოება. გარდა ამისა, შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უნდა იმუშაონ საქართველოსთან, რათა მან შოლტისა და კვერის პოლიტიკას მიმართოს და შედეგად რუსეთს მისი გათვლები შეაცვლევინოს. ეს სტრატეგია უნდა მოიცავდეს ეკონომიკურ სტიმულებს, ნდობის განმტკიცებას, აფხაზები და ოსები რუსეთის კალთას ქართველებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის მეშვეობით უნდა მოწყდნენ", - აღნიშნულია მასალაში.
გარდა ამისა, The Woshington Times მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი უნდა შეუწყოს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წლის ბოლომდე გაწევრიანებას.
"თუ რუსეთი სამხრეთ კავკასიაში უფრო დამთმობი იქნება, აშშ-ს შეუძლია გავლენა მოახდინოს სააქციო კაპიტალის კერძო ბაზარზე, რომლებიც მნიშვნელოვანია რუსეთის ეკონომიკის მდგრადი განვითარებისათვის, საპრივატიზაციო გეგმებისათვის და ბიუჯეტის დეფიციტის შესავსებად.
დისკუსია პროვოკაციებზე უკეთესია. ჟენევის მოლაპარაკებები მძიმე, მაგრამ აუციელებლი ფორუმია რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ პირთა ინტერაქციისთვის. მოლაპარაკებები შედეგად მშვიდობას ვერ მოიტანს, მაგრამ შეიძლება იქცეს სასარგებლო ფორუმად, რომელიც აღკვეთს ინციდენტების ინტენსიფიკაციას და უკონტროლობას. ნდობა შეიძლება აღდგეს აგრეთვე ძალის გამოუყნებელობის პრინციპების დეკლარაციით, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველო, რუსეთი და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფალნი. იმის გამო, რომ დეკლარაცია არ არის სუვერენულ ქვეყნებს შორის დადებული ხელშეკრულება, ის არ იგულისხმებს საქართველოს მიერ სეპარატისტული რესპუბლიკების აღიარებას. დეკლარაცია განამტკიცებს საქართველოს მოთხოვნას რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ. დეკლარაცია იმის დამამტკიცებელი იქნება, რომ საქართველო სერიოზულად ეკიდება თანამშრომლობას. თანამშრომლობა და არცნობა არ არის ურთიერთგამომრიცხავი რამ. მოგზაურობის ხელშეწყობა ადამიანურ კონტაქტებს განავითარებს. ჩაისა და ციტრუსების კულტურების აღდგენა საერთო ინტერესების ქსელს შექმნიდა. შავი ზღვის ტურიზმი და 2014 წლის სოჭის ოლიმპიადა კომერციული თანამშრომლობის შესაძლებლობებს ქმნის. აკრძალვა საერთაშორისო ფრენებზე და ზღვით გადაადგილებაზე აფხაზეთში უნდა შერბილდეს, განსაკუთრებით საზღვაო კავშირზე თურქეთთან. უნდა გაფართოვდეს ჰუმანიტარული თანამშრომლობა, თანამშრომლობა ჯანდაცვისა და განათლების სფეროში", - ნათქვამია სტატიაში.
აღნიშნულის გათვალისწინებით მასალის ავტორი მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის „გადატვირთვის" ღილაკი ამოქმედდა და რუსეთი და შეერთებული შტატები უფრო ეფექტურად თანამშრომლობენ, მძიმე დაძაბულობა კიდევ არსებობს.
"ზოგიერთი რუსი აშშ-ს პაექრობის ტერმინებში აღიქვამს. რუსეთის ოფიციალური დოქტრინა ნატოს ჯერ კიდევ ასახელებს თავის უმთავრეს გარე საფრთხედ და ამით ამართლებს სამხედრო ხარჯებსა და სტრატეგიულ ბირთვულ შეიარაღებას. ობამას ადმინისტრაცია აღიარებს, რომ რუსებს აქვთ განსაკუთრებული ინტერესი პოსტასბჭოთა სივრცეში, მაგრამ არა იდეას გავლენის სფეროს შესახებ. ექვსპუნქტიანი საზავო შეთანხმების შესრულება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის გადარჩენის საუკეთესო გზაა. სტრატეგიული მოთმინება იმის საშუალებაა, რომ ვითარება არ გაუარესდეს. მაგრამ პრობლემები გამძაფრდება, თუ შეერთებული შტატები უფრო პროაქტიურად არ იმოქმედებებს ძირითადი მიზეზების გადასაწყვეტად", - წერს გამოცემა, რომლის ქართულ თარგმანსაც Foreignpress-ი აქვეყნებს.

 

ავტორი: . .