ENG / RUS       12+

ვერა ქობალია: ყველა ქვეყანამ, მათ რიცხვში რუსეთმაც, პატივი უნდა სცენ ვმო-ს წესებს

რესპოდენტის შესახებ

ინტერვიუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიასთან

-რუსეთთან მოლაპარაკების შემდეგი ეტაპი სექტემბრის შუა რიცხვებშია დაგეგმილი. აპირებს თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ვეტოს მოხსნას, რათა რუსეთი შევიდეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში?


-ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლას. ჩვენი პოზიცია არასწორად არის გაგებული. თუმცა ყველა ქვეყანა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის წევრი ხდება, ვალდებულია მის წესებს დაემორჩილოს. შესაბამისად აშშ-სა და ევროკავშირის მიერ დადგენილ საქართველო-რუსეთის საზღვარზე განლაგებული უნდა იქნას საბაჟო ტერმინალები. ეს ეკონომიკური და არა პოლიტიკური პირობებია: საქონელი, რომელიც ჩვენს საზღვარს გადმოლახავს საზღვარზე უნდა გაკონტროლდეს ზუსტად ისე, როგორც ეს ხდება მაგალითად რუსეთსისა და ფინეთის საზღვარზე. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. მეც აფხაზეთში ვარ დაბადებული და 18 წლის მანძილზე არ მქონია ჩემს მშობლიურ ქალაქში ჩასვლის საშუალება.


- ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის შეთანხმებამდე ჯერ კიდევ შორია?


- შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია. სამწუხაროდ, რუსეთი უარს აცხადებს ერთ მაგიდასთან დასხდომაზე, რის გამოც ჩვენ შვეიცარიის შუამდგომლობა გვჭირდება. რთულია ესაუბრო მათ, ვინც თქვენს დამოუკიდებლობასაც კი არ აღიარებს. რუსეთის საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება ჩვენთვის მომგებიანიც კი იქნება, შესაბამისად მოლაპარაკებები გრძელდება.

- აპირებს თუ არა რუსეთი ქართულ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე ემბარგოს მოხსნას?

-არა. საქმე ისაა, რომ რუსეთს თავად სურდა აერჩია ის კომპანიები, რომლებსაც რუსეთის ბაზარზე მიეცემოდა პროდუქტის გატანის უფლება, რაც, რა თქმა უნდა, კორუფციასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, თავისუფალი ვაჭრობა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ასევე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ უდიდესი საინვესტიციო კომპანიები რუსეთიდან აწარმოებენ საქმეებს საქართველოში, რისი ნათეთელი მაგალითი ვი-თი-ბი ბანკი გახლავთ. ჩვენ ასევე ვახდენთ ელექტროენერგიის ექსპორტს რუსეთში.

- გაუმჯობესდა თუ არა საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა 2009 წელს 3.8%-იანი ვარდნის შემდეგ?

-წლევანდელი ზრდა, წინა წლის მსგავსად, ალბათ 6.5% იქნება, რაშიც დიდი წვლილი ტურიზმს მიუძღვის. 2010 წელს საქართველომ 2.1 მილიონ უცხოელ სტუმარს უმასპინძლა, ხოლო წელს უკვე 3 მილიონ ვიზიტორს ველით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი ზამთრის ტურიზმის განვითარებაა. ჩვენ გვსურს ATR-ს ტიპის თვითმფრინავების შეძენა, რათა ერთმანეთს დავაკავშიროთ თბილისი და მთიანი რეგიონები. ჩვენ ასევე ვმუშაობთ "პომასთან" საბაგიროების განვითარების პროექტზე. შესაბამისად, გვექნება თვითმფინავები, ფრანგული საბაგიროები და ვიმედოვნებთ, რომ გვეწვევიან ფრანგი დამსვენებლებიც!

გამოქვეყნების თარიღი: 29-08-2011
ავტორი: ფრენკ პოლ ვებერი (Frank Paul Weber)
გამოცემა: "La Tribune"

ავტორი: . .