მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ნავთობმზიდი გემის "SLOMAN THEMIS"-ის კაპიტანმა, რომანო მიჯოლოვიჩმა ბიუჯეტის სასარგებლოდ მასზე დაკისრებული ჯარიმა 74680 ლარის ოდენობით გადაიხადა.გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) ფოთის განყოფილების, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული სასაზღვრო-პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ყულევის პორტის N1 ნავმისადგომთან, მარშალის კუნძულების დროშით მცურავი ნავთობმზიდი გემი "SLOMAN THEMIS"-ი 25 აგვისტოს დააკავეს.